ახალი ამბები მთავარი სამართალი

თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი: პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მისი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექიმის განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

“არანაირი დინამიკა არ ვლინდება, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. კონსულტირებულია სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისი თქმით, თუ ოჯახის წევრების სურვილია, ექიმები მზად არიან, ყველა სახის დახმარების აღმოსაჩენად.

“ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება. გვყავს ყველა საჭირო სპეციალისტი. გვაქვს ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა იმისათვის, რომ ვმართოთ ასეთი მძიმე პაციენტები, თუმცა თუ იქნება ოჯახის წევრების სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ყველა სახის დახმარების აღმოსაჩენად”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უცხოეთიდან ექიმის მოწვევას ან მის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას აპირებს.

იტვირთბა....