ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-თბილისის გზაზე მანქანა ამოტრიალდა

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ამობრუნდა.

სავარაუდოდ, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

„ლექსუსის“ მარკის ავტომანქანიდან მძღოლის გამოყვანას გამვლელები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.

მოქალაქეებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლი მანქანიდან უვნებელი ამოიყვანეს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

meotkhe.ge

იტვირთბა....