ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა მოხდა 118-ე სკოლაში: მშობელი დეტალებს ასაჯაროებს

118-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირების დეტალები ცნობილი ხდება. როგორც დაშავებული ბავშვის დედა, მარიტა ქუფარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის ჩანთამოკიდებულ შვილს, კლასში შესვლისთანავე ორი თანატოლი ზურგიდან მიეპარა, იატაკზე დააგდო და წიხლებით თავში სცემა:

„გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრო-მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას თავზე, იმედია, უფალი დაგვიფარავს და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. იმის წარმოდგენა, რომ ჩემს შვილს დაცემულს წიხლებს ურტყამენ, სულს მიშფოთებს და მამწარებს. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ არანაირ ყურადღებას არ იჩენენ მოძალადე ბავშვების მშობლები. ეს ადასტურებს იმას, რომ არასწორი მიდგომა აქვთ შემუშავებული ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. თავზე ხელის გადასმით პრობლემა არ მოგვარდება, ის დამძიმდება და უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებს მას, მშობელმა აღნიშნა, რომ ზღაპრებს ვყვები და ცილს ვწამებ მის შვილს, დამნაშავეს ხელს აფარებს და იმასაც ვერ აცნობიერებს, რა საფრთხე შეიძლება, მოუტანოს საზოგადოებას მომავალში ამ მოძალადე ბავშვებმა, მეორე მშობელს საერთოდ ხმა ვერ მივაწვდინე და ასე მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას…გუშინ შემთხვევით შემხვდა ჩემი შვილის კლასელი მშობელთან ერთად. ბავშვმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი ისე, როგორც საბა ჰყვება, ეს ბევრმა ბავშვმა დაადასტურა, ანგარიშწორებას ყოველდღიურად ჰქონდა ადგილი მანამ, სანამ ესეთი შემთხვევა არ მოხდა, რადგან დედებს არაფერი არ უნდა ცოდნოდათ, მე მიმყავდა და მომყავდა სკოლიდან საბა, მაგრამ მთავარი დანაშაული სკოლაში ხდებოდა, ამ ორს მთელი კლასი ჰყავთ ტერორში და ბავშვებს ეშინიათ მათი. მშობლებმა იციან სიმართლე, ის, რაც იმ დღეს მთელი კლასის წინაშე მოხდა, მისვლისთანავე უამბეს ბავშვებმა მშობლებს, ძნელია დამალო ემოცია, როცა წარმოიდგენ როგორ უმოწყალოდ ურტყამენ შენს შვილს თავში წიხლებს, ყველა დაისჯება, ვისაც კი ბრალი მიუძღვის ჩემი შვილის საბა კანტიძის ჯანმრთელობის, ფსიქიკის და თავმოყვარეომის შელახვისთვის, უფლის დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, ამ შემთხვევაშიც კი მე მივმართავ, განათლების სამინისტროს და სამართალ დამცავ ორგანოებს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი, მე ამას გავაკეთებ სამართლიანობის სახელით… მშობლებო, გაიღვიძეთ. მსგავსი პრობლემები თქვენს შვილებსაც შესაძლოა შეემთხვეთ, უფალმა უწყის, საით მივექანებით… მშვიდობიან დღეს გისურვებთ…”- წერს მოზარდის დედა.

118-ე სკოლაში შემთხვევა 28 დეკემბერს მოხდა. დაზარალებული ბავშვი კლინიკაში გადის მკურნალობას. საქმეზე მიმდინარეობს ძიება.

იტვირთბა....