ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოტოგამოფენის ორგანიზატორი დააკავეს, სადაც რუსეთის ელჩი მოკლეს

თურქეთში, იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორი დააკავეს, რომელზეც რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. როგორც გამოცემა “იენ შაფაქი” წერს, მუსტაფა თიმურ ოზკანი დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით ანკარაში აიყვანეს.

როგორც გამოცემა „იენი შაფაქი“ წერს, მუსტაფა თიმურ ოზკანი დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით ანკარაში აიყვანეს.

მედიის ცნობით, რომელსაც გამოცემა სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს, მუსტაფა თიმურ ოზკანი ანკარას პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს, რის შემდეგაც სასამართლომ ოზკანის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მას პოლიციის თანამშრომელი, მევლუთ ალთინთაში დაესხა თავს, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მოკლეს.

მანამდე კი კარლოვის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით 4 ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის სამი ყოფილი პოლიციელი.

იტვირთბა....