“ოდესღაც გულწრფელად მჯეროდა, რომ საზმაუსგან “ბიბისი”-ს მსგავსი მაუწყებლობა შეიძლებოდა გამოსულიყო”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც გულწრფელად მჯეროდა, რომ საზმაუსგან “ბიბისი”-ს მსგავსი მაუწყებლობა შეიძლებოდა გამოსულიყო, ამ არხის ჯიდიესიზაციამ დამარწმუნა, რომ 50 მილიონს ქარს ვატანთ და ალბათ ქვეყნისთვის აჯობებს, თუ საზმაუ აღარ იარსებებს. ჩვეულებრივ სახელმწიფო ტელევიზიად იქცა. მის ნაცვლად კარგი იქნება თუ დარჩებოდა მეორე არხი, როგორც პოლიტიკური მაუწყებელი და რუსულენოვანი მაუწყებლობა, მსგავსი პიკისა.”-წერს კაპანაძე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის მაუწყებლის ევროპული ბიური დახურა. არხის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. განცხადება ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა ქეთევან ქარდავამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააკეთა.
“სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება.
მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა”,-წერს ქარდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.