ახალი ამბები მთავარი სამართალი ჯანდაცვა

სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის არც უარყოფითი და არც დადებითი, – ამის შესახებ კომენტარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, კახა ზურაბიშვილმა გააკეთა:

„პაციენტი გადმოიყვანეს მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ამჟამადაც მდგომარეობა მძიმეა. იმყოფება მონიტორულ კონტროლზე. მუდმივად მიმდინარეობს საჭირო გამოკვლევების წარმოება. ამ ეტაპზე, არც უარყოფითი და არც დადებითი დინანიკა არაა, რჩება მძიმე მდგომარეობა”, – განაცხადა კახა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში.

იტვირთბა....