ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია რატიანის საქმეზე მწერლებს და პოეტებს ხვდება

ამ წუთებში კულტურის სამინისტროში მწერლები, პოეტები და გამომცემლები არიან შეკრებილი. გავრცელებული ინფორმაციით,  დახურულ კარს მიღმა  პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მწერლები და პოეტები გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ, რომ რატიანის საქმის ირგვლივ სიმართლის დადგენა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასიურ საზოგადოებრივ პროტესტს დაიწყებენ და მას სხვადასხვა სახე ექნება.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

იტვირთბა....