გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) სიძე, კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 18:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.