ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულ გორნაკაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატი იაკლი ბენია გორნაკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი აცხადებს, რომ გორნაკაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს, მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა. მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.

მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.

იტვირთბა....