მცირეწლოვანის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკა “გლობალ მედის” მედპერსონალს ადანაშაულებს. როგორც “რუსთავი 2”-თან საუბრისას ბავშვი მშობლები ამბობენ, შესაძლოა მისი გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.
ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კლინიკაში, სადაც ბავში იყო მოთავსებული, უყურადღებობა იყო. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ექიმებს წამალი რჩებოდათ, ანალიზების პასუხს დროულად არ ამბობდნენ და ასევე არ იცოდნენ რენდგენის შედეგები, ისე დაიწყეს მკურნალობა.
გარდაცვლილის ოჯახი ასევე ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. კლინიკა „გლობალ მედიში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.