თბილისის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისის მერია და შინაგან საქმთა სამინისტრო იწყებენ ერთობლივ ღონისძიებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისთვის. მისი თქით, ამ ორი უწყების მხრიდან ექსპერტების დახმარებით შერჩეულია 14 ქუჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან სამარშრუტო ტაქსები ვალდებულნი იქნებიან მხოლოდ მოსაცდელებზე აიყვანონ მგზავრები და ჩამოსვან.
“საპილოტე პროექტი მომავალი წლის განმავლიბაში ეტაპობრივად გავრცელდება მთელ თბილისზე. ამის მთავარი მიზანი ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაა, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დედაქალაქის ხელოვნული საცობებისგან განტვირთვას. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ დაახლოებით 259 მოსაცდელის მოწყობას, მათ გაფართოებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რათა ავტობუსებთან ერთად სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ არ შეაფერხოს საგზაო მოძრაობა. ამასთან, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, როგორც თბილისში დარეგისტრირებულ 4 სამარშრუტო კომპანიის მიმართ, ასევე რუსთავის სამარშრუტო კომპანიებთან დაკავშირებითაც, რადგან ისინიც სარგებლობენ აღნიშნული ქუჩებით”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:
1. მერაბ კოსტავას ქუჩა
2. ვაჟა-ფშაველას გამზირი
3. შოთა რუსთაველის გამზირი
4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა
7. დავით აღმაშენებლის ხეივანი
8. დავით აღმაშენებლის გამზირი
9. ილია ჭავჭავაძის გამზირი
10. ჟიული შარტავას ქუჩა
11. პეკინის ქუჩა
12. მარშალ გელოვანის გამზირი
13. ჯორჯ ბუშის ქუჩა
14. კახეთის გზატკეცილი