ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლტოლვილთა სამინისტრო გორში, 445 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გორში, 8 ახალ აშენებულ კორპუსში 445 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში 160 ერთოთახიანი, 240 ოროთახიანი და 45 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. მათივე ინფორმაციით, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

გორში, ახალაშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ცხადდება.

პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ, დაკმაყოფილდა.

იტვირთბა....