ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობისას, ორი მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე საუბრობს.
„უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს”, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია “იბერიის ვარსკვლავი” აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.