ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

ipn-ის ინფორმაციით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ.

“ჯანდაცვის კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, მაგრამ არა წამყვანი აღნიშნული საკითხის განხილვაზე. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ შუალედური კომიტეტის სახით, რომ შეგვეჯერებინა ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და გვეთხოვა კომიტეტის წევრებისთვის მხარდაჭერა პრინციპების დონეზე. ოდენობები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კონსულტაციის საგანი რჩება. ამ ეტაპზე კომიტეტს ვთხოვეთ, გამოეხატა პოზიცია პრინციპებთან მიმართებაში”,- განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

იტვირთბა....