ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

ჯაში: როცა რამდენიმე მამაკაცი პარლამენტარი იკრიბება, ხმის ტონალობაც არის მაღალი

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დაყოვნების შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა ისაუბრა:

“კვორუმი არ იყო და ვერ იწყებოდა სხდომა, თუმცა ახლა არის და სხდომა გაიმართება. ნარკოპოლიტიკა არის სენსიტიური თემა და მასზე არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს არაერთხელ დაფიქსირებულა ჩვენს დეპუტატებს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმენთ ცვლილებების სამუშაო ვერსიას და დაისმება კითხვები. მთავარია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება. სხვადასხვა პოზიციები მოისმინეთ უკვე არაერთხელ და როცა რამდენიმე მამაკაცი პარლამენტარი იკრიბება მწვავე საკითხის გარშემო, ბუნებრივია, ხმის ტონალობაც არის მაღალი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ნარკოტიკულ საშუალებათა ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგე დეპუტატების გამო ვერ იწყებოდა.

როგორც ცნობილი ხდება, კანონპროექტის წინააღმდეგი არიან დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.

წევრები ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში, დახურულ კარს მიღმა იმყოფებოდნენ და საკითხზე მსჯელობდნენ.

სხდომა ახლა უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....