ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ექიმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაშავებული კონტაქტური იყო და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავაებული მამაკაცი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მხულით დაიწყო, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.