პანკისში ჩტარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისელების მიმართა. მისი განცხადებით, მის შვილს საწოლიდან თავის წამოწევაც არ აცალეს, პირდაპირ თავში, მძინარეს ესროლეს. დაჭრილი ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ის სიმართლის საძიებლად სტრასბურგამდე ჩავა.
,,მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწია და ამიტომ ვესროლეთო. შუბლში გამავალი ტყვია აქვს პირდაპირ ,,სტენკაზე“ არის ნასროლი, საერთოდ ბავშვი ლოგინიდან არ არის წამომდგარი, მძინარეს ესროლეს.
ამ ინციდენტის გარშემო რაც ხდება, სტრასბურგამდე ჩავიტან.. ამას დავამტკიცებ და სხვა მიმართულებითაც … ნუ გგონიათ, საქართველოში მაცხოვრებელ ხალხს არ ვგულისხმობ ზემდგომებს, მთავრობას ხელისუფლებას,რომ ეს შეგრჩებათ…“-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით გასროლა განხორციელდა. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფებ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდადა და ტერორისტებთან იყო კავშირში.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. თბილისიდან თელავში ჩასული ნეიროქირურგები ოპერაციას 3 საათზე მეტ ხანს ატარებდნენ.
მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.