პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია “სემეკის” მიერ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას აპროტესტებს. წულაია მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, სადაც ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, “თელასის” და “ენერგო პრო ჯორჯიას” განაცხადები განიხილეს. გოგი წულაია მოქალაქეებს მიმართავს და მომხდარის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.
„პროცესი შეუქცევადად გრძელდება, ამის დამტკიცებაა დღევანდელი “სემეკის” გადაწყვეტილება, როდესაც ტარიფი მოუმატა 1.3-ით. ახლა გააგრძელებს და რეგიონებშიც მოუმატებს ტარიფს. მე მინდა მივმართო ხალხს, ამას ახლა ჩემი არც პროტესტი უშველის და არც არაფერი. თუკი არ გამოიფხიზლებთ, თუკი არ გამოხვალთ და არ გამოთქვამთ პროტესტს, კეთილების ხვნა, წარმატებით გაგიგრძელდებათ,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.
“სემეკის” გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტთათვის 2018 წლის 1 იანვრიდან ტარიფი 1.5 თეთრით იზრდება. დადგენილების პროექტს კენჭი “სემეკის” დღევანდელ სხდომაზე უყარეს.
ამ წუთებში “სემეკი” რეგიონების ტარიფის საკითხზე მსჯელობს.