ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის აბონენტებისთვის ელექტროენერგია ძვირდება

სემეკის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს.

ამ წუთებში სემეკის სხდომაზე „თელასის“ წარმომადგენელი კომპანიის დანახარჯებზე ლაპარაკობს, ამის შემდეგ კომისიამ კენჭისყრა უნდა ჩაატაროს და გაირკვევა თუ რამდენით გაუძვირდება დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური.

სხდომაზე დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკის წინა სხდომებზე უკვე განიხილეს ის კომპონენტები, რომელთა მიხედვით საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებს განსაზღვრავენ.

იტვირთბა....