ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო განცხადებას ავრცელებს

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭომ და პანკისში მომუშავე არასამთავროებებმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის თამერლან მაჩალიკაშვილის გამო ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

,,ვაკვირდებით პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. ქართველი ძალოვანების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრი ერთსულოვანია, რომ ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ჩვენი უკმაყოფილება განხილულია იმ ფორმების წინააღმდეგ,რომლის გამოყენების შედეგად ახლგაზრდა თამერლან მაჩალიკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია…ველდოებით გამოძიებას”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.

სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა

იტვირთბა....