ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა

ნაცემი პოეტის, ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც “მეტრონომს” მისმა ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა უთხრა, პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე მხარეები იმ მტკიცებულებებზე იმსჯელებენ, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას ასახავს. სავარაუდოდ, გამოკვლეული იქნება სამხრე კამერების ჩანაწერები.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

თავად ზვიად რატიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა და მის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, რის გამოც სხდომა გადაიდო 2018 წლის 17 იანვარს 17 საათზე. თუმცა, მოგვიანებით, სასამართლომ შეცვალა თარიღი და სხდომა დღეს ჩაინიშნა.

სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ვიდეო-კადრები, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას აღწერს, რომელსაც სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ მტკიცებულების სახით.

იტვირთბა....