პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ირგვლივ პანკისის მოსახლეობა ისევ აჟიტირებულია და დღეს ამასთან დაკავშირებით უხუცესებმა შეკრება გადაწყვიტეს. ამჟამად, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
სოფელ დუისის ცენტრში დღეისთვის, ახალხო კრება დაიგეგმა, სადაც ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. შეკრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხეობის უხუცესები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
წინასწარი ინფორმაციით, კრების მონაწილეები ნაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. დაჭრილის მამა აცხადებს, რომ მის შვილს მძინარეს ესროლეს, ის დასმულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად აცხადებს არ გაჩერდება და ყველაფერზე წავა სიმართლის დასადგენად.
შეგახსენებთ, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები და ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საზღვარზე გადმოსვლაში, ისევე როგორც თბილისში ბინის ქირაობაში.