ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სუს: ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდა

ახმეტის რაიონში დაკავებულები, 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პირებთან ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილნი, – ამის შესახებ სუს-ის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ერთ-ერთმა მათგანმა, გვარად მაჩალიკაშვილმა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, ამიტომ პოლიციამ ესროლა. ის თავის არეშია დაჭრილი:

“დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია,“ – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

დაკავებულია 5 მოქალაქე, რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დაკავებულია ასევე, რუსეთის მოქალაქე, გორზიევი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლით იძებნებოდა.

გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ასევე რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ შემჩნეულნი.

ამოღებულია აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის, რომ ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში აპირებდა ტერორისტული აქტების ჩატარებას, კერძოდ, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას.

ამ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....