ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებული დაჭრილია

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილია ერთ-ერთი დაკავებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.
როგორც ოჯახის წევრები “რუსთავი 2”-ს უყვებიან, არ იციან სად ყავთ გადაყვანილი დაჭრილი, მათთვის ასევე უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მისი სახლიდან გაყვანა, რადგან, როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ისინი სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა პირველ სართულზე მოათავსეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილი კი ამ დროს მეორე სართულზე, საძინებელში იმყოფებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, თუმცა კლინიკა არ კონკრეტდება.

როგორც ცნობილია, სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობაში. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ასევე, სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან.

მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

იტვირთბა....