ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს.” წერს ჯანელიძე.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად 2013 წლის 18 იანვარს დაინიშნა და დღემდე იკავებდა ამ თანამდებობას. ამასთანავე, ის იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი.
2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.

ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო 2000-2005 წლებში.
1998-2000 წლებში იყო ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
1995-დან სამი წლის განმავლობაში ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.

იტვირთბა....