ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაცემი პოეტი, ზვიად რატიანი, საავადმყოფოში გადაჰყავთ

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ძალის გადამეტებასა და მის ცემაში ადანაშაულებს, საავადმყოფოში გადაჰყავთ – მისმა ოჯახმა სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახა, რაც პოეტმა თავი შეუძლოდ იგრძნო. სასამართლო პროცესი, სადაც პოეტი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გააპროტესტებდა, აღნიშნულის გამო ვერ ტარდება. რატიანის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ანა ნასრაშვილი პროცესის გადადებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

შსს-მ და პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
პოეტი ზვიად რატიანი ათსაათიანი დაკავების შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

“მანანა ბერიკაშვილის მხრიდან შესაძლო შურისძიება”: თევზაძე რატიანის საქმეზე

იტვირთბა....