ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით, თურქეთში, იზმირის პროვინციაში 4,8 მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით,  მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 08:31 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და  მიწისძვრა ხშირად ხდება. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....