ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარიას ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს

“დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია”- ამის შესახებ შს მინისტრმა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, შსს ეთანხმება კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რომ ნარკომომხმარებლების შემოწმების ან ნარკოდანაშაულის სასჯელის უფრო ჰუმანურად გახდის ნაწილში შესაძლებლობები არსებობს.

“ჩვენ გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა, რაზეც კომუნიკაციით ვფიქრობ, რომ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. საუბარია იმაზე, მივიღოთ თუ არა სწრაფი გადაწყვეტილებები თუ მივიღოთ უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები, გამოვიკვლიოთ თუ არა საზოგადოებრივი აზრი, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვაპირებთ”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, აუცილებელია იმის გააზრება, სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში მოხმარებსა და მოხმარებლის წახალისებას შორის.

იტვირთბა....