ბეირუთის აეროპორტში 80 წლის ქალი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ საზღვარზე 30 კილოგრამზე მეტი კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონს კოკაინი ბარგში ჰქონდა დამალული. ის ვენესუელელი აღმოჩნდა, რომელიც პარიზის გავლით ბეირუთში მიფრინავდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში კოკაინის ყველაზე დიდი კონტრაბანდული ოპერაცია იყო.