ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა გაეროს სანქციებს ომის გამოცხადებად აფასებს

ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურ განცხადებაში, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ სანქციებს აფასებს, როგორც ომის გამოცხადებას.

„ჩვენ მთლიანა უარვყოფთ აშშ-ის მიერ შედგენილ და მისი მოკავშირე ძალების მიერ მიღებულ რეზოლუციას სანქციების შესახებ და ვაფასებთ ამას, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას, როგორც ომის აქტს, რომელიც ანგრევს მშვიდობას და უსაფრთხოებას კორეის ნახევარკუნძულზე და მთლიანად რეგიონში,“- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ფხენიანი გააგრძელებს თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, რომ „აშშ-თან ძალთა ბალანსს მიაღწიოს და აშშ-ის მხრიდან მომდინარე ბირთული საფრთხე, შანტაჟი და მტრული ქმედებები აღმოფხვრას.“

„თუკი აშშ-ს უსაფრთხოდ უნდა ცხოვრება, ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას ჩრდილოეთ კორეასთან მტრულ პოლიტიკაზე და ისწავლოს იმ ქვეყანასთან თანაცხოვრება, რომელსაც ბირთული შეიარაღება აქვს,“- განაცხადა ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ის ქვეყნები, რომლებმაც გაეროს ახალი სანქციებს მხარი დაუჭირეს, შედეგებზე პასუხისმგებელი არიან.

22 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილეოთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. ახალი შეზღუდვები აფართოებს ემბარგოს და კიდევ უფრო მეტად უმცირებს ფხენიანს შესაძლებლობას მიიღოს პროდუქცია საზღვაგარეთიდან. დოკუმენტში აღნიშნულია 19 პირი, რომლებსაც გაეყინათ საბანკო აქტივები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სახალხო შეიარაღებული ძალების მთელი სამინისტრო. რეზოლუციის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბენზინის იმპორტი 90%-ით შემცირდება.

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. გამოცდის შემდეგ, ფხენიანმა “სახელმწიფო ბირთვული ძალების” შექმნის შესახებ განაცხადა. ამ ფონზე, ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ბირთვული დარტყმის მიყენებაზე ურთიერთმუქარები გრძელდება.

იტვირთბა....