სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს და სცემეს. პოლიცია რატიანს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ამის შესახებ liberali წერს.
რატიანი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს, ის სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც და ადვოკატმა მოინახულეს.
ადვოკატის თქმით, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე და ფეხებზე.