გურჯაანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. ისინი მეზობელმა შემთხვევით ნახა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.