ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის პროცესი გადაიდო

თბილისში, დღეს მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო სხდომა  გადაიდო. ამის მიზეზი კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის თხოვნა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმის გაცნობა ვერ მოასწრო.

“იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით”, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს.

ადვოკატმა პროცესზე სხდომის გადადება და საქმის მასალების გასაცნობად გონივრული ვადა ითხოვა. მოსამართლემ ადვოკატს სამდღიანი ვადა მისცა და სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

იტვირთბა....