“ვაპირებ, რომ ვიმუშავო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში”, – ამის შესახებ სემეკის წევრად ახლადარჩეულმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. ეს იქნება ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია საქმიანობის მეტად გამჭირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულობა და ის ნაბიჯები, რომელსაც სემეკი დგამს იმისათვის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები ცოტა ხნის წინ აირჩია. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა მისცა.