იაპონიაში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის ხარჯები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ის დაახლოებით 5.19 ტრილიონ იენს ($ 45.7 მილიარდი) შეადგენს. ქვეყნის ბიუჯეტი პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ დაამტკიცა.
საერთო ბიუჯეტი 97.7 ტრილიონი იენი იყო (დაახლოებით 861 მილიარდი დოლარი). მედიის ინფორმაციით, ბიუჯეტის რეკორდული თანხები მზარდ სოციალურ დანახარჯებსა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებულ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შეძენაზე დაიხარჯება. კერძოდ, 730 მილიონი დოლარი ქვეყანაში Aegis Ashore-ს კომპლექსის დამონტაჟებისთვის გამოიყო.