პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი. ისინი 83 ხმით აირჩიეს.
კანდიდატურები პარლამენტს დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.