ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში დეპუტატების აღრიცხვის ფაქტი გამკაცრდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ, პირდაპირ დასახელდება იმ დეპუტატების ვინაობა, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მანდატურის სამსახურს იმ დეპუტატთა სიის მიწოდება დაავალა, რომლებმაც რეგისტრაცია ბარათების მეშვეობით გაიარეს.

„76 დეპუტატი ზის დარბაზში. რეგისტრირებულია 85. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. რეგისტრაცია გაიარა 86 დეპუტატმა. მე ვთხოვ მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ. ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია.

როგორც გაირკვა 9 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია დაუსწრებლად ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ, იმისათვის, რომ იყოს აღკვეთილი ძალიან მკაცრად ასეთი პრაქტიკა, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც ბარათის მეშვეობით გაივლის რეგისტრაციას პლენარულ სხდომაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....