ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: “უნივერსიტეტების რაოდენობას შევამცირებთ”

საქართველოში უმაღლესი  განათლების ინსტიტუტების რიცხვი, სავარაუდოდ, შემცირდება და რამდენიმე მათგანი დაიხურება.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება შედეგი ახალი ავტორიზაციის სისტემისა, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს და ის სასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, უნდა დაიხუროს.

“შევამცირებთ თუ არა უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს? დიახ! ის სისტემა, რომელიც დღეს იქმნება, არის გაცილებით უფრო მაღალ ხარისხობრივ კრიტერიუმებზე დაფუნძებული ავტორიზაციის სისტემა, რა თქმა უნდა, შედეგად მოიტანს იმას, რომ გარკვეულ უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი, სავარადუდოდ, მოუწევთ დახურვა.

ჩვენ ვიზრუნებთ იმ სტუდენტებზე, რომლებიც იქ სწავლობენ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოვატყუოთ ჩვენი სტუდენტები, მივცეთ მათ საშუალება საკუთარი ფული დახარჯონ, სახელმწიფომ დახარჯოს თავისი რესურსი და რაც ყველაზე ცუდია, მათ შეექმნათ არარეალისტური წარმოდგენები საკუთარ მომავალზე, რომ ისინი ღებულობენ პროფესიას, მაგრამ სინამდვილეში ისინი ემზადებიან პირდაპირი უმუშევრობისთვის. ეს მანკიერი წრე სადღაც უნდა ჩაიკეტოს და ბუნებრივია, აქ ყველასთვის სასიამოვნო შედეგი ვერ იქნება”,- აცხადებს კვირიკაშვილი.

იტვირთბა....