ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. მოვაჭრეების მოთხოვნაა, გაიღოს კარი, რომელითაც მათი სამუშაო პერიმეტრია შემოღობილი. აქციის მონაწილეების განმარტებით, პერიმეტრი შპს. “დიდუბემ” სამი წლის წინ შემოღობა, რითაც უსაფრთხოების ნორმები დაარღვია. მათი თქმით, ხანძრის შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო მანქანის მოხვედრა შეუძლებელია. აქციის მონაწილეები, დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ.

იტვირთბა....