ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ისრაელის დედაქალაქად, იერუსალიმის  აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღების დროს, ქართული დელეგაცია იქ არ იმყოფებოდა.

“როგორც ვნახეთ პოზიციები გაიყო. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ  კონსულტაციები გვქონდა პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა და შესაბამისად კენჭისყრაშიც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციის მიხედვით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

პროექტი პალესტინამ მოამზადა, ხოლო უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.

იტვირთბა....