BBC-ს ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარა.რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 35-მა თავი შეიკავა.
კენჭისტრამდე კი ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს “ტყუილების სახლი” უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციის მიხედვით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.
პროექტი პალესტინამ მოამზადა, ხოლო უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.