ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს”

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქციების ფორმატში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

“საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს”, მათ მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო, სადაც პასუხების მოსმენის არანაირი მზაობა არ იყო და ეს იყო არარელევანტური, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური შეხვედრა. პარლამენტის წევრებს არ მოეთხოვებათ, საერთაშორისო პოლიტიკა იცოდნენ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, უნდა ესმოდეთ, რომ კითხვები, რომლებიც დასვეს, სრულიად უადგილო და არაკომპეტენტური იყო”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....