პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ქართული ოცნების” აქტიურ გულშემატკივართა საყურადღებოდ, ვინც ბედნიერია, რომ პრემიერმა “ნაციონალებს” აგინა, მინდა ვთქვა, რომ ტყუილად აზოგადებთ.
პრემიერმა “ნაციონალებს” აგინა არა იმ უსამართლობებისთვის, რაც ჰქონდათ, არამედ მხოლოდ მას მერე, რაც პირადად შეეხნენ. თუ არ შეეხებოდნენ, სულაც გულში ჩაიხუტებდა პრემიერი, მაგალითად, ისე, როგორც მურუსიძე და სხვა უამრავი “ნაციონალი” ჰყავს გულში ჩახუტებული.
ასე რომ…”- წერს გამზარდია.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.