“ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს მედიასთან ეხმაურება:
„პრემიერს ნამდვილად მართებს მეტი თავშეკავება. ყველა პოლიტიკოსს უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს შემთხვევაში ჩანს არა ძალა, არამედ – სისუსტე და ეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე. მე გუშინ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ისტერიული ფონი არის. მათ ესმით, რომ ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ეს მათი ბრალია“- აღნიშნა რატიანმა.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.