ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან რთულია მოსთხოვო პრემიერს უემოციო სახით უყუროს ამ ყველაფერს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრემიერისა და ენმ-ს წევრის ნიკა მელიას გუშინდელ დაპირისპირებას მედიასთან ეხმაურება:

“რთულია ემოციის კონტროლი ყოველთვის, მე მესმის და პრემიერს ყველაზე მეტად, რომ მას აქვს ყველაზე მეტი თმენის ვალდებულება და ეს აჩვენა გუშინ. მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. ეს არის ზღვარი, რომელიც გადის ადამიანის ღირსებაზე. როდესაც ასეთი ზღვარგადასული ვითარება იქმნება პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პარლამენტში ზის და მას არ აქვს პასუხისმგებლობის მინიმალური ზღვარი, ძალიან რთულია მოსთხოვო პრემიერს უემოციო სახით უყუროს ამ ყველაფერს. ამიტომ, ბოლოდან ნუ დავიწყებთ შეფასებას, მთლიანობაში შევხედოთ კონტექსტს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....