ახალი ამბები მთავარი სამართალი

”სადახლოზე” მოქალაქეს მანქანაში არადეკლარირებული სპილენძის ჯართი აღმოუჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქის, ხ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კეროდ, სპილენძის ჯართი (საერთო წონა 537,7კგ.) აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4086,52 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4086,52 ლარის ოდენობით შეეფარდა.

იტვირთბა....