ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: გახარიას ლაპარაკი პეტრე მამრაძეს მაგონებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, 19 დეკემბერს მთავრობისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ვსქროლავ ფეისბუქს და ვხედავ ხბოს აღტაცებას გახარიას გამოსვლის გამო. “სხვებს სჯობია” – გაისმის. რა უცნაურია. 2 წლის წინ კვირიკაშვილზე ვამბობდით “ღარიბაშვილს სჯობს”. მე კი გახარიას ლაპარაკი პეტრე მამრაძეს მაგონებს. განსაკუთრებით ინტონაციის ნაწილში. შინაარსთან დაკავშირებით “ფრთხილი ოპტიმიზმი” თქვენთვის დამითმია”-წერს უგულავა.

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას აღადგენს. მისი თქმით, მონაცამების გამოქვეყნების შეწყვეტა, უწყების მუშაობაში სერიოზული ჩავარდნაა.

მინისტრმა დეპუტატებს პირობა მისცა, რომ ის ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებს და პირადად გააკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

იტვირთბა....