ობიექტების უმრავლესობა, რომელთა გეგმური შემოწმებისას, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის ნაწარმში ცხენის და ვირის ხორცის შემცველობა აღმოაჩინა, დახურულია.
დაჯარიმებული მეწარმეების ჩამონათვალი სააგენტომ გუშინ გამოაქვეყნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. დღემდე სააგენტოში არ გამორიცხავდნენ, რომ ჩამოთვლილმა მწარმოებლებმა, შესაბამისი სანქციების შემდეგ დარღვევებს გამოასწორებდნენ.