ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: გპირდებით, რომ სტატისტიკური მონაცემები ყოველთვე და კვარტალურად გამოქვეყნდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას აღადგენს. მისი თქმით, მონაცამების გამოქვეყნების შეწყვეტა, უწყების მუშაობაში სერიოზული ჩავარდნაა.

მინისტრმა დეპუტატებს პირობა მისცა, რომ ის ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებს და პირადად გააკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

”სტატისტიკური მონაცემების ნაწილში, ეს არის ჩავარდნა. ვიღებ ჩემს თავზე ვალდებულებას და გპირდებით, რომ ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემები როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტალურად იქნება გამოქვეყნებული”, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....