ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საფრანგეთის საელჩო: “სიტროენ ჯორჯია” “სიტროენის” ლეგალური წარმომადგენელი არ არის

საქართველოში საფრანგეთის საელჩო კომპანია Citroen Georgia-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„კომპანია Citroen Georgia ვერ იქნება დაკავშირებული Citroen-ის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და აღნიშნული იურიდიულ პირს შორის არ ყოფილა და არ არის სამართლებრივი ურთიერთობა.
აღნიშნული იურიდიული პირი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური წარმომადგენელი, ავტორიზებული იმპორტიორი და მიმწოდებელი. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Citroen Georgia გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძეს ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობა დადო.

იტვირთბა....